კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მიუნხენის “ბაიერნმა” “ლაციო” გაანადგურა (ვიდეო)

ბაიერნმა ლაციოს მოუგო

Image source: Getty images

 

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მიუნხენის „ბაიერნი“ სტუმრად რომის „ლაციოს“ დაუპირისპირდა და ძალიან ადვილად მოიგო.

გერმანულმა გუნდმა მეტოქეს 4 გოლი გაუტანა, რაც ნამდვილად არის იმის საფუძველი, რომ მომდევნო ეტაპზე გავა, რადგან „ლაციოს“ მიუნხენში მინიმუმ 4 გოლი აქვს გასატანი, რაც რეალობას სცდება.

ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, რასაც ჯამალ მუსიალას და ლეროი სანეს გოლები მოჰყვა. მეორე ტიამში ფრანჩესკო აჩერბიმ ავტოგოლი გაიტანა, ხოლო იტალიელებმა მხოლოდ ამის შემდეგ გაიხედეს გერმანელთა კარისკენ და კორეამ ერთი ბურთი გაქვითა.

თუმცა, „ბაიერნმა“ 4:1 მაინც მოიგო, რაც ძალიან დიდი უპირატესობაა და მიუნხენურმა გუნდმა მეოთხედფინალის საგზური ფაქტობრივად უკვე მოიპოვა.

„ლაციო“ – „ბაიერნი“ 1:4

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (9), 0:2 მუსიალა (24), 0:3 სანე (42), 0:4 აჩერბი (47, ა.გ), 1:4 კორეა (49)

 

 

წყარო – UEFA Champions League

 

ოლივიე ჟირუს ულამაზესი გოლით “ჩელსიმ” “ატლეტიკოს” მოუგო (ვიდეო)