კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მიუნხენის “ბაიერნმა” კიდევ ერთი ტიტული მოიგო (ვიდეო)

ბაიერნმა სუპერთასი მოიგო

Image source: Getty images

 

მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის სუპერთასი მოიგო. „რეკორდმაისტერმა“ „დორტუნდი“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ეს ტიტული ისტორიაში მერვედ მოიგო.

„ბაიერნი“ კორენტინ ტოლისომ დააწინაურა, რასაც მალევე ტომას მიულერის გოლი მოჰყვა. თუმცა, „დორტმუნდმა“ იულიან ბრანდტის გოლით სხვაობა შესვენებამდე შეამცირა.

მეორე ნახევარში კი ერლინგ ჰოლანდმა გაათანაბრა და ყველაფერი თავიდან დაიწყო. გადამწყვეტი ჯოშუა კიმიხის გოლი გამოდგა, რომელმაც 82-ე წუთზე გაიტანა და მატჩის გმირი გახდა.

„ბაიერნმა“ მიმდინარე სეზონში მე-5 ტიტული მოიგო, მას შედმეგ, რაც მანამდე გერმანიის ჩემპიონატი, გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიპოვა.

„ბაიერნი“ – „დორტმუნდი“ 3:2

გოლები: 1:0 ტოლისო (18), 2:0 მიულერი (32), 2:1 ბრანდტი (39), 2:2 ჰოლანდი (55), 3:2 კიმიხი (82)

 

 

წყარო – Bayern Munchen

 

შოთა არველაძის “ფახთაქორი” აზიის ჩემპიონთა ლიგას 1/4 ფინალში გამოეთიშა