კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

Mirror: ერთადერთი მიზეზი, რის გამოც რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” არ გადავიდა

Image source: The Sun

 

ცნობილი გახდა ის მიზეზი, რის გამოც 2018 წლის ზაფხულს “მანჩესტერ იუნაიტედმა” პორტუგალიელი ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის შეძენა ვერ მოახერხა და ის მადრიდის “რეალიდან” ტურინის “იუვენსტუსში” გადავიდა.

“იუნაიტედი” იყო ერთერთი იმ სამი კლუბიდან, რომლებიც მსოფლიო ვარსკვლავის ტრანსფერით იყვნენ დაინტერესებულნი. რონალდუმ “სამეფო” კლუბში ცხრა წელი გაატარა. გამოცემა El Mundo-ს ცნობით, “ბიანკონერი” რონალდუს ტრანსფერში ყველას უსწრებდა.

თუმცა ჟოზე მოურინიოს ჰქონდა შესაძლებლობა საიმისოდ, რომ რონალდუ “წითელი ეშმაკების” რიგებში დაებრუნებინა, თუმცა ეს ტრანსფერი არ შედგა ერთადერთი მიზეზის გამო: ის თანხა, რომელიც პორტუგალიელი ფორვარდის ტრანსფერის ღირებულებას შეადგენდა, ინგლისური კლუბის ბიუჯეტს არ შეესაბამებოდა.

 

 

 

 

 

 

ლეო მესის 34 წელი შეუსრულდა (ვიდეო)