კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

მინსკი 2019. საქართველომ ევროპულ თამაშებზე 30 მედალი მოიპოვა

ქართველმა სპორტსმენებმა მინსკში მე-2 ევროპულ თამაშებზე გამოსვლა დაასრულეს.

საქართველომ ჯამში 30 მედლის მოპოვება მოახერხა, რომელთაგან 6 უმაღლესი სინჯის არის, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს.

გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა გუნდმა მე-6 ადგილი მოიპოვა.

ოქროს მედლები მოვიპოვეთ სამბოსა და ძიუდოში.

  • სამბო: ბექა ბერძენიშვილი, ბექა ნახუცრიშვილი, დავით ლორიაშვილი, ვახტანგ ჩიდრაშვილი,
  • ძიუდო: გურამ თუშიშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი.

ვერცხლის მედლები გვაქვს შემდეგ სპორტულ დისციპლინებში:

  • სამბო: ნინო ოძელაშვილი, ელენე ქებაძე, მინდია ლილუაშვილი,
  • ძიუდო: ვარლამ ლიპარტელიანი,
  • თავისუფალი ჭიდაობა: გივი მაჭარაშვილი,
  • ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: შმაგი ბოლქვაძე, იაკობ ქაჯაია,
  • კრივი: სახილ ალახვერდოვი.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს:

  • ტყვიის სროლა: ნინო სალუქვაძე/ცოტნე მაჭავარიანი
  • ძიუდო: ამირან პაპინაშვილი, ლუკა მაისურაძე, ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
  • სამბო: ბესარიონ ბერულავა, გივი ნადარეიშვილი, პაატა ღვინიაშვილი, გენადი ჩირგაძე,
  • თავისუფალი ჭიდაობა: ავთანდილ კენჭაძე, ელიზბარ ოდიკაძე
  • ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: დავით ჩხარტიშვილი
  • კარატე: გოგიტა არქანია
  • კრივი: ოთარ ერანოსიანი

 

წყარო – საქართველოს სამბოს, ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის ფედერაციები.

ფოტო – minsk2019.by

ყაზახეთის ჩემპიონატი. “შახტარი” – “ტარაზი”. ლობჯანიძე და კასრაძე ძირითად შემადგენლობაში არიან