კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მინო რაიოლამ “მანჩესტერი” მიწასთან გაასწორა: “ეს გუნდი პელეს და მარადონას კარიერასაც დაანგრევდა”

Image source: News Platform

 

ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა „მანჩესტერ იუნაიტედს“ აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ პოლ პოგბას ერთადერთი პრობლემა სწორედ ეს გუნდია.

რაიოლას განცხადებით, ახლა „წითელ ეშმაკებში“ არცერთ ფეხბურთელს არ მიიყვანდა.

„მანჩესტერი“ არის კლუბი რეალობის, სპორტული გეგმის გარეშე. ეს გუნდი პელეს, მარადონასა და მალდინისაც დაუნგრევდა კარიერას. ახლა აქ არავის მივიყვანდი, პოგბას პრობლემა „მანჩესტერია“. პოლს ისეთი გუნდი სჭირდება, როგორიც „იუვენტუსში“ ყოფნის დროს ჰყავდა“ – თქვა რაიოლამ.

შეგახსენებთ, რომ პოგბა „მანჩესტერში“ 2016 წლის ზაფხულში 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ფრანგ ნახევარმცველს „იუვენტუსს“ და „რეალს“ უკავშირებენ.

 

წყარო – Goal.com

 

გვარდიოლას “ბარსელონა” და “მანჩესტერ სიტი” დეკადის საუკეთესო გუნდთა სამეულში მოხვდნენ