კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“მილანში” კახა კალაძის დამყარებული რეკორდი ტეო ერნანდესმა გააუმჯობესა

Image source: Gazzetta Dello Sport

 

„მილანის“ მცველმა ტეო ერნანდესმა კახა კალაძის რეკორდი დაამხო. კალაძემ „მილანში“ გატარებულ პირველ სეზონში, 2000-2001 წლებში 4 გოლი გაიტანა და „როსონერის“ ისტორიაში ამკუთხით საუკეთესო შედეგი ჰქონდა.

„მილანში“ მოთამაშე მცველისთვის სადებიუტო სეზონში 4 გოლი ყველაზე მაღალი შედეგი იყო, მაგრამ ახლა მისი მიღწევა ერნანდესმა დაამხო.

ფრანგი ლომბარდიელებს ზაფხულში შეუერთდა და ამ დროისთვის უკვე მოასწრო 5 გოლის გატანა. შესაბამისად, კალაძის რეკორდი გააუმჯობესა და პირველ ადგილზე გადავიდა.

 

წყარო – Gazzetta Dello Sport

 

“ატალანტას” მწვრთნელმა “ფიორენტინას” ქომაგებს აგინა: “ბ***ს შვილები თქვენ ხართ”