Image source: Getty images
სერია A-ში „მილანი“ წარმატებულ თამაშს აგრძელებს. „იუვენტუსთან“ წაგების შემდეგ „როსონერიმ“ რეაბილიტაცია მალევე მოახერხა და საკუთარ მოედანზე „ტორინო“ დაამარცხა.
სტეფანო პიოლის გუნდის უპირატესობა თვალშისაცემი იყო და მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. ანგარიში ბრაჰიმ დიასის პასით რაფაელ ლეაომ გახსნა, ხოლო 10 წუთში ფრანკ კესიმ პენალტით მეორე გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმში გოლი აღარ გასულა და ლომბარდიელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. „მილანმა“ 40 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ისევ პირველ ადგილზე იმყოფება, “ინტერს” კი 4 ქულით უსწრებს.
„მილანი“ – „ტორინო“ 2:0
გოლები: 1:0 ლეაო (25), 2:0 კესი (36, პენ)
წყარო – Serie A
ვიდეობი
ფოტოები