კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“მილანმა” “რომა” სტუმრად დაამარცხა (ვიდეო)

მილანმა რომას მოუგო

Image source: Getty images

 

სერია A-ს 24-ე ტური რომში დასრულდა, სადაც „მილანი“ „რომას“ დაუპირისპირდა. შეხვედრა როგორც მოსალოდნელი იყო, საინტერესო და დაძაბული გამოდგა.

„მილანს“ ბოლო ორი თამაში წაგებული ჰქონდა და ამიტომ, ამჯერად ქულების დაკარგვა მისთვის ძვირი იქნებოდა. სტეფანო პიოლის გუნდმა კონცენტრირებულად ითამაშა და გამარჯვება მოიპოვა.

ფრანკ კესიმ ანგარიში პენალტით გახსნა, ხოლო მეორე ტაიმში გამარჯვების გოლი ანტე რებიჩმა გაიტანა. ამ გოლებს შორის ჯორდან ვერეტუმ მცირე ხნით წონასწორობა აღადგინა, მაგრამ საბოლოოდ „მილანმა“ 2:1 მოიგო.

„როსონერიმ“ 52 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ლიდერ „ინტერს“ 4 ქულით ჩამორჩება.

„რომა“ – „მილანი“ 1:2

გოლები: 0:1 კესი (43, პენ), 1:1 ვერეტუ (50), 1:2 რებიჩი (58)

 

 

 

წყარო – Seria A

 

ქართველმა მოჭიდავეებმა კიევში 15 მედალი მოიპოვეს