კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“მილანმა” “იუვენტუსის” ჩემპიონობის შანსი გაზარდა (ვიდეო)

მილანმა ლაციო დაამარცხა

Image source: Getty images

 

რომის „ლაციომ“ სკუდეტოს მოგების შანსი თითქმის დაკარგა. 30-ე ტურში სიმონე ინძაგის გუნდმა „მილანს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა, რის შედეგადაც „იუვენტუსთან“ ჩამორჩენა 7 ქულამდე გაიზარდა.

„მილანი“ ბოლო პერიოდში კარგ ფორმაშია და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. „როსონერიმ“ პირველივე ტაიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი, როდესაც მეტოქეს ორი გოლი გაუტანა. ჰაკან ჩალჰანოღლუმ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გამოიჩინეს თავი.

მეორე ტაიმში კი ანტე რებიჩმა შეძლო საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება. „მილანს“ 46 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა, ხოლო „ლაციო“ ინარჩუნებს მეორე ადგილს, მაგრამ ლიდერს უკვე სერიოზულად ჩამორჩება.

„ლაციო“ – „მილანი“ 0:3

გოლები: 0:1 ჩალჰანოღლუ (23), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (34, პენ), 0:3 რებიჩი (59)

 

 

წყარო – LegaSerieA

 

ოფიციალურად: საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა თურქული გრანდი ჩაიბარა