Image source: Goal.com
იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში „მილანმა“ „ვერონას“ უმასპინძლა და ზედიზედ 5 გამარჯვების შემდეგ წარმატებული სერიის გაგრძელებას აპირებდა.
ლომბარდიულ გრანდს ამ შეხვედრაში თამაში ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე მოუწია, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა. შვედის გარეშე კი, „როსონერის“ თამაში კვლავ უფერული გამოდგა.
ანგარიში „ვერონამ“ მე-13 წუთზე გახსნა, რასაც პირველივე ტაიმში მასპინძლებმა ჰაკან ჩალჰანოღლუს გოლით უპასუხეს. მეორე ტაიმში „როსონერის“ მეტოქე კაცნაკლული დარჩა, მაგრამ ამის მიუხედავად გამარჯვების გოლი ვერ გაიტანა და ფრეს დასჯერდა – 1:1.
„მილანს 32 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის ზონას კი 7 ქულით ჩამორჩება. “მილანის” რიგებში დებიუტი ჰქონდა პაოლო მალდინის შვილს, დანიელ მალდინის, რომელიც 2000 წელს ზემოთ დაბადებული პირველი ფეხბურთელია, რომელსაც დებიუტი ჰქონდა შავ-წითელთა რიგებში.
„მილანი“ – „ვერონა“ 1:1
გოლები: 0:1 ფარაონი (13), 1:1 ჩალჰანოღლუ (29)
მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.
ვიდეობი
ფოტოები