კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“მილანმა” ევროპის ლიგა კარგად დაიწყო 56 წლის წინანდელი მიღწევა გაიმეორა (ვიდეო)

მილანის მორიგი გამარჯვება

Image source: Getty images

 

ევროპის ლიგის პირველ ტურში „მილანი“ გლაზგოში, „სელტიკს“ ესტუმრა და დამაჯერებელად, 3:1 დაამარცხა.

„როსონერი“ შესანიშნავ ფორმაშია და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. რადე კრუნიჩმა დაბრაჰიმ დიასმა იტალიელებს ორბურთიანი უპირატესობა მოუტანა.

მეორე ნახევარში გლაზგოელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში იენს პეტერ ჰაუგემ სააბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„მილანმა“ 3 ქულა მოიპოვა და 1964 წლის შემდეგ პირველად ზედიზედ 10 მატჩში მინიმუმ 2 გოლის გატანა მოახერხა.

„სელტიკი“ – „მილანი“ 1:3

გოლები: 0:1 კრუნიჩი (14), 0:2 დიასი (42), 1:2 ელიუნუსი (76), 1:3 ჰაუგე (90)

 

 

წყარო – AC Milan

 

“არსენალმა” ევროპის ლიგა გამარჯვებით დაიწყო, კაჭარავას გუნდი დამარცხდა (ვიდეო)