Image source: Getty images
სერია A-ს მე-16 ტურში „მილანმა“ „იუვენტუსს“ უმასპინძლა და 304 დღის შემდეგ იტალიის ჩემპიონატში პირველად დამარცხდა.
ანდრეა პირლოს გუნდმა შეხვედრა უკეთ ჩაატარა და ანგარიში მე-18 წუთზე გახსნა. ფედერიკო კიეზამ პაულო დიბალას ბრწყინვალე პასით იხეირა და თავისიანები დააწინაურა. პირველ ტაიმში „მილანმა“ დავიდე კალაბრიას გოლით გაათანაბრა.
თუმცა, მეორე ტაიმში „იუვემ“ უპირატესობა ისევ მოიპოვა და გამარჯვებაც შეძლო. 62-ე წუთზე კიეზამ დუბლი შეასრულა, ხოლო 76-ე წუთზე ვესტონ მაკენიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„მილანმა“ სერია A-ში 27-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა და 37 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო „იუვენტუსი“ 30 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება.
„მილანი“ – „იუვენტუსი“ 1:3
გოლები: 0:1 კიეზა (18), 1:1 კალაბრია (41), 1:2 კიეზა (62), 1:3 მაკენი (76)
წყარო – Serie A
ვიდეობი
ფოტოები