კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“მილანის” შესანიშნავი ქამ-ბექი “იუვენტუსთან” (ვიდეო)

მილანის ქამბექი

Image source: Getty images

 

სერია A-ს 31-ე ტურში „მილანმა“ „იუვენტუსს“ უმასპინძლა და გულშემატკივარმა საოცარი მატჩი იხილა.

პირველი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმის 6 წუთში „იუვენტუსმა“ ორი გოლი გაიტანა. ანგარიში ადრიენ რაბიომ ულამაზესი გოლით გახსნა, რასაც მალევე კრიშტიანუ რონალდუმ მეორე დაუმატა.

თითქოს „იუვეს“ გამარჯვებამდე ადვილად უნდა მიეყვანა თამაში, მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა. „მილანმა“ 5 წუთში ტურინელთა კარი სამჯერ აიღო, ხოლო მე-80 წუთზე ანტე რებიჩმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:2.

„იუვენტუსმა“ ამ წაგების მერე ლიდერობა და „ლაციოსთან“ 7-ქულიანი უპირატესობა მაინც შეინარჩუნა, ხოლო „მილანი“ მე-6 ადგილზეა.

„მილანი“ – „იუვენტუსი“ 4:2

გოლები: 0:1 რაბიო (47), 0:2 რონალდუ (53), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (62, პენ), 2:2 კესი (66), 3:2 ლეაო (67), 4:2 რებიჩი (80)

 

 

წყარო – LegaSerieA

 

“არსენალმა” “ლესტერს” პოზიცია დააკარგვინა