კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“მილანის” სერია დასრულდა, იბრაჰიმოვიჩმა კვლავ დუბლი შეასრულა (ვიდეო)

მილანმა რომას ვერ მოუგო

Image source: Getty images

 

სერია A-ს მეხუთე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „მილანმა“ „რომას“ უმასპინძლა და თამაში ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

„როსონერი“ ფავორიტად ითვლებოდა, რადგან ამ შეხვედრას ზედიზედ 4 მოგებით და ძალიან კარგ ფორმაში შეხვდა. „რომამ“ სეზონი იდეალურად ვერ დაიწყო.

„მილანი“ სამჯერ იგებდა, მაგრამ სტუმრებმა ყველა შემთხვევაში გაათანაბრეს. ანგარიში მეორე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გახსნა, რომელმაც ახლო მანძილიდან გაიტაბნა. „რომამ“ სწრაფადვე ედინ ჯეკოს გოლით გაათანაბრა. მეორე ტაიმის დასაწყისი „მილანს“ ისევ კარგი ჰქონდა და სელმაკერსმა მასპინძლები დააწინაურა. ამას ორი პენალტი მოჰყვა. ჯერ სტუმრებმა გაიტანეს, შემდეგ იბრაჰიმოვიჩმა დუბლი შეასრულა – 3:2. „რომა“ არ დანებდა და კუმბულას გოლით წაგებას თავი დააღწია.

„მილანს“ 13 ქულა აქვს და ისევ პირველ ადგილზეა, ხოლო „რომას“ 8 ქულით მე-9 პოზიცია უკავია.

„მილანი“ – „რომა“ 3:3

გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (2), 1:1 ჯეკო (14), 2:1 სელმაკერსი (47), 2:2 ვერეტუ (71, პენ), 3:2 იბრაჰიმოვიჩი (79, პენ), 3:3 კუმბულა (84)

 

 

წყარო – AC Milan

 

“დინამო თბილისის” ფანები ფეხბურთელებს შეხვდნენ და ისაუბრეს (ვიდეო)