Image source: Getty images
სერია A-ს მე-19 ტურში „მილანმა“ ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 0:3 წააგო. მიუხედავად ამისა, სტეფანო პიოლის გუნდმა პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა.
„ატალანტამ“ „როსონერის“ აშკარად აჯობა და დამსახურებულად მოიგო. ანგარიში კრისტიან რომერომ პირველ ტაიმში გახსნა, ხოლო მეორე ნახევარში იოსიპ ილიჩიჩმა და დუვან საპატამ კიდევ ორჯერ გაიტანეს.
„ატალანტამ“ 3:0 დამსახურებულად იმარჯვა და 36 ქულა დააგროვა. „მილანი“ კი 43 ქულით ლიდერია და ზამთრის ჩემპიონი გახდა.
„მილანი“ – „ატალანტა“ 0:3
გოლები: 0:1 რომერო (26), 0:2 ილიჩიჩი (53, პენ), 0:3 საპატა (77)
წყარო – AC Milan
ვიდეობი
ფოტოები