კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“მილანი” სერია A-ში დაუმარცხებელ სერიას აგრძელებს და ისევ მოიგო (ვიდეო)

მილანის მორიგი მოგება

Image source: Getty images

 

სერია A-ს მეცხრე ტურში „მილანმა“ ფლორენციის „ფიორენტინას“ უმასპინძლა და მორიგი გამარჯვება იზეიმა.

„როსონერი“ შესანიშნავ სეზონს ატარებს და ქულებს არავისთან კარგავს. მატჩის ბედი პიველივე ტაიმში გადაწყდა. მე-17 წუთზე ალესიო რომანიოლიმ გახსნა ანგარიში, ხოლო 10 წუთში ფრანკ კესიმ პენალტით მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

„მილანმა“ ამ გამარჯვების შემდეგ 23 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ერთპიროვნულად იმყოფება.

„მილანი“ – „ფიორენტინა“ 2:0

გოლები: 1:0 რომანიოლი (17), 2:0 კესი (27, პენ)

 

 

 

წყარო – Ac Milan

 

კავანის ბრწყინვალე თამაში და “მანჩესტერის” დაუჯერებელი მოგება პრემიერლიგაში (ვიდეო)