კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“მილანი” “ნაპოლისთან” დამარცხდა და “ინტერს” 9 ქულით ჩამორჩა (ვიდეო)

მილანმა ნაპოლისთან წააგო

Image source: Getty images

 

იტალიის სერია A-ს 27-ე ტური „მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩით დასრულდა, რომელიც დიდ ინტერესს იწვევდა.

„მილანს“ აუცილებალდ უნდა მოეგო, რათა საჩემპიონო ბრძოლაში მყარად დარჩენილიყო, მაგრამ რამდენიმე ლიდერის არყოფნაში სტეფანო პიოლის გუნდმა ცუდი ფეხბურთი აჩვენა და დამარცხდა.

„ნაპოლი“ უპირატესობას ფლობდა და პირველ ტაიმში რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნდა. ჯენარო გატუზოს შეგირდებმა გამარჯვების გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს. 49-ე წუთზე მატეო პოლიტანომ მცველების შეცდომით ისარგებლა და ზუსტად დაარტყა.

„მილანმა“ ვეღარ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და მარცხი განიცადა, რის შედეგადაც „ინტერს“ 9 ქულით ჩამორჩა, ხოლო „იუვენტუსს“ მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

„მილანი“ – „ნაპოლი“ 0:1

გოლი: 0:1 პოლიტანო (49)

 

 

წყარო – Serie A

 

თემურ ქეცბაია: “ვნახოთ, სეზონის ბოლოს რას მივაღწევთ”