კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“მილანი” კარგ ფორმაშია და ზედიზედ მეორე თამაში მოიგო (ვიდეო)

მილანმა რომა დაამარცხა

Image source: Getty images

 

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში „მილანმა“ „რომას“ უმასპინძლა და დაამტკიცა, რომ სეზონის განახლებას კარგ ფორმაში შეხვდა.

თასზე „იუვენტუსთან“ უგოლო ფრისა და სერია A-ში „ლეჩეს“ განადგურების შემდეგ „როსონერიმ“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ „რომას“ დამაჯერებლად მოუგო.

ანგარიში ხორვატმა თავდამსხმელმა ანტე რებიჩმა გახსნა, ხოლო 89-ე წუთზე ჰაკან ჩალჰანოღლუმ პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„მილანი“ 42 ქულით მე-7 ადგილზეა და ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის, ხოლო „რომას“ 48 ქულით მე-5 პოზიცია უკავია.

„მილანი“ – „რომა“ 2:0

გოლები: 1:0 რებიჩი (76), 2:0 ჩალჰანოღლუ (89, პენ)

 

 

წყარო – LegaserieA

 

“ჩელსი” ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალში გავიდა (ვიდეო)