კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“მილანი” აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთზე გადაურჩა (ვიდეო)

მილანმა ვერ მოიგო

Image source: Getty images

 

სერია A-ს 29-ე ტურში „მილანი“ გასავარდნ ზონაში უიმედოდ მყოფ „სპალს“ ესტუმრა და მორიგ გამარჯვებას გეგმავდა. „როსონერი“ პაუზის შემდეგ კარგ ფორმაში იყო და ამიტომაც, აშკარა ფავორიტად განიხილებოდა.

თუმცა, სტეფანო პიოლის გუნდმა თამაში ძალიან ცუდად დაიწყო და ნახევარი საათის შემდეგ ორბურთიანი სხვაობით აგებდნენ. ბრწყინვალე იყო 38 წლის სერჯო ფლოკარის გოლი, რომელმაც 30 მეტრიდან მართლაც საოცარი სილამაზის ბურთი შეაგდო.

პირველი ტაიმის მიწურულს „სპალს“ ფეხბურთელი გაუძევეს და მეორე ტაიმი „მილანმა“ რიცხობრივ უპირატესობაში გაატარა. მიუხედავად ამისა, თამაშის გადარჩენა ძალიან გაუჭირდა. 79-ე წუთზე რაფაელ ლეაომ შეამცირა სხვაობა, ხოლო მსაჯის მეოთხე დამატებულ წუთზე ვიკარის ავტოგოლით „მილანი“ წაგებას გადაურჩა.

ლომბარდიული გრანდი ჩემპიონთა ლიგის ზონას 14 ქულით ჩამორჩება და მხოლოდ მე-7 ადგილზეა.

„სპალი“ – „მილანი“ 2:2

გოლები: 1:0 ვალოტი (13), 2:0 ფლოკარი (30), 2:1 ლეაო (79), 2:2 ვიკარი (90, ა.გ)

 

 

წყარო – LegaserieA

 

“ჩელსიმ” წააგო და პრემიერლიგაში ოთხეულისთვის ბრძოლა ძალიან დაიძაბა