კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

მიხეილ ხარატმა ის თასები წარადგინა, რომლებისთვისაც ბორჯღალოსნები უახლოესი 2 თვის განმავლობაში იბრძოლებენ

Image source: rugby.ge

 

საქართველოს რაგბის კავშირის მარკეტინგის დირექტორმა მიხეილ ხარატმა, მედიას თასები წარუდგინა, რომელთა შესანარჩუნებლად ბორჯღალოსნები უახლოესი 2 თვის განმავლობაში იბრძოლებენ.

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატს ბორჯღალოსნები 1 თებერვალს თბილისში, „დინამო არენაზე“ რუმინეთთან მატჩით იწყებენ. ხსენებული შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

9 თებერვალს, საქართველოს დროით 15:45 საათზე ესპანეთის ნაკრებს მადრიდში შევხვდებით. 2-კვირიანი შესვენების შემდეგ, 22 თებერვალს 15:00 საათზე, ბორჯღალოსნები ქუთაისში, “აია არენაზე” ბელგიის ნაკრებს მასპინძლობენ.

7 მარტს, ბორჯღალოსნები პორტუგალიის ნაკრებს საფრანგეთში, პარიზში, “სტად ჟან ბუენზე” შევხვდებიან. წლევანდელი რაგბი ევროპა 14 მარტს თბილისში, რუსეთის ნაკრებთან მატჩით, რომელიც შესაძლოა “მიხეილ მესხის” სტადიონზე შედგეს.

წყარო – rugby.ge

 

“საბურთალოს” აღზრდილი: “”საბურთალო” პროგრესირებადი კლუბია, ეს ფაქტი შედეგებიდანაც კარგად ჩანს”