კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

მიხეილ აშვეთიამ “ტორპედოს” მდგომარეობაზე და “ჩიხურასთან” მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა

ტორპედოს მზადყოფნა

Image source: FC Torpedo Kutaisi

 

ეროვნული ლიგის სეზონის განახლებამდე “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ აშვეთიამ გუნდის მდგომარეობაზე და “ჩიხურასთან” მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა

“როგორც კი საშუალება მოგვეცა, მზადებას შევუდექით. როცა დაგვრთეს ნება, გუნდური ვარჯიშები აღვადგინეთ, მანამდე კი ფეხბურთელები ინდივიდუალური პროგრამებით ვარჯიშობდნენ.
კარანტინში ვიმყოფებით, ვემზადებით ჩემპიონატის განახლებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩია გამომდინარე იქიდან, რომ პირველ ორ მატჩში დავმარცხდით, რაც რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული. ახლა ფიზიკურადაც და ტაქტიკურადაც გუნდი კარგადაა მომზადებული.
კლუბის პრეზიდენტი გვესაუბრა მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს. კარგ იმედებს იძლევა, კლუბის ყოველდღიურობაში ის აქტიურადაა ჩართული და ფინანსური პრობლემაც არაა გუნდში – კარანტინის პერიოდში რასაც დაგვპირდა, ყველაფერი შეასრულა, დავალიანებები გაისტუმრა. უახლოეს დღეებში ის საქართველოში ჩამოვა და გუნდს ადგილზეც შეხვდება. მთელი გუნდის სახელით, მსურს მას დიდი მადლობა გადავუხადო, რომ მიუხედავად ასეთი რთული პერიოდისა, კლუბს ბოლომდე გვერდში დაუდგა, ჩვენის მხრივ კი ვეცდებით იმედები გავუმართლოთ.
გულშემატკივრის გარეშე თამაში ცუდია, მაგრამ ფეხბურთელებს ეცოდინებათ, რომ მიუხედავად სიშორისა გულშემატკივარი მათ გვერდით არიან და უფრო მეტად მოინდომებენ” – განაცხადა აშვეთიამ.
წყარო – FC Torpedo Kutaisi