კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

მიხეილ აშვეთია: “გილოცავთ “ტორპედოს” გადარჩენას”

Image source: F.C. Torpedo Kutaisi ფეისბუკ გვერდი

 

დღეს, ქუთაისში საზოგადოების წინაშე წარსდგა “ტორპედოს” ახალი პრეზიდენტი, იტალიელი ფაბიო მანინო შემდეგ კი მთავარი მწვრთნელი პოსტზე მიხეილ აშვეთიაც წარადგინა.

“”მინდა მილოცვით დავიწყო – გილოცავთ “ტორპედოს” გადარჩენას. ამდენი ნეგატიური ამბების შემდეგ ეს მართლაც სასიხარულო რამაა. პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ მცირე დრო გვაქვს და ყველამ უნდა ვეცადოთ, პირველ მარტს კონკურენტუნარიანი გუნდით შევხვდეთ. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ქართველ ფეხბურთელებთან, გავდივართ კონსულტაციებს ლეგიონერებთან დაკავშირებით… რომ გითხრათ, პირველ მარტს 100%-ით მომზადებულები შევხვდებით, ტყუილი გამომივა, მაგრამ ბირთვს ჩამოვაყალიბებთ და, როგორც უკვე ითქვა, ეტაპობრივად გუნდს უფრო განვავითარებთ”, – განაცხადა აშვეთიამ.

წყარო – F.C. Torpedo Kutaisi

 

ფაბიო მანინო: “ტორპედოს არსებული რესურსიდან გამომდინარე დავაკომპლექტებთ და სეზონს დავიწყებთ”