კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მიხეილ აშვეთია: “ბათუმის “დინამოსთან” კარგი ამხანაგური მატჩი გამოვიდა”

აშვეთია მატჩი შეაფასა

Image source: FC Torpedo Kutaisi ფეისბუკ გვერდი

 

სანაკრებო პაუზის პერიოდში ეროვნული ლიგის კლუბები ამხანაგურ მატჩებს მართავენ. 5 სექტემბერს, ქუთაისის “ტორპედომ” ბათუმის “დინამოს” უმასპინძლა. ამხანაგური მატჩი “ტორპედოს “ გამარჯვებით 3:2 ანგარიშით დასრულდა.

ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ ბათუმის „დინამოსთან“ ჩატარებული ამხანაგური შეხვედრა შეაფასა.

ბათუმის დინამოსთან კარგი ამხანაგური მატჩი გამოვიდა. მართალია, ეს მოსამზადებელი ეტაპია და ამხანაგურ მატჩში შედეგს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა კარგია, რომ მოვიგეთ.

სანახაობრივი კუთხითაც კარგი მატჩი იყო. რამდენიმე ფეხბურთელმა შეხვედრა ტრავმების გამო გამოტოვა, ლუკა ქაფიანიძე ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთადაა…

ვაგრძელებთ “სამტრედიასთან” მნიშვნელოვანი მატჩისთვის მზადებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 3 ქულა მოვიპოვოთ, ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ და სატურნირო მდგომარეობაც გამოვასწოროთ”, – განაცხადა აშვეთიამ.

“ტორპედო” ეროვნული ლიგის მე-11 ტურის შეხვედრას „სამტრედიასთან13 სექტემბერს, „რამაზ შენგელია-არენაზე“ გამართავს.

 

 

 

წყარო – FC Torpedo Kutaisi

 

 

 

ნოიერი “ბაიერნის” გულშემატკივრებმა საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს (ფოტო)