კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მიხეილ ალანია: “ვფიქრობ, უნდა გავიდეთ და წნეხის გარეშე ვითამაშოთ, ვაჩვენოთ რა შეგვიძლია”

მიხეილ ალანიას ინტერვიუ

Image source: Getty Images

 

შემოდგომის ერთა თასისთვის გამოძახებულ მორაგბეებს შორის, 3 ახალგაზრდა დებიუტანტია – 19 წლის “ორიაკის” 9 ნომერი მიხეილ ალანია, “არმაზის” 19 წლის მგეზავი ლუკა მატკავა და “ხვამლის” 18 წლის ფულბეკი დავით ნინიაშვილი.
მიხეილ ალანია ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მეორედაა. პირველად მას ნაკრებში 2019 წლის მსოფლიო თასის წინ უხმეს, მაგრამ იაპონიაში წამსვლელთა შორის ვერ მოხვდა.

“2019 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატიდან რომ დავბრუნდი, პირველად ნაკრებში მაშინ დამიძახეს და ძალიან ბედნიერი ვიყავი. სამწუხაროდ, მაშინ საბოლოო შემადგენლობაში ვერ მოვხვდი და ვეცდები შანსი ახლა გამოვიყენო.

ვფიქრობდი, რომ თამაში სეზონის დასაწყისშივე მომიწევდა, მაგრამ „ჟიფის“ სტატუსი არ მაქვს და დებიუტის ლოდინი დიდხანს მომიწია. შანსი რომ მივიღე, ვფიქრობ კარგად გამოვიყენე და ამ კვირაში ზედიზედ მეხუთე თამაშს ჩავატარებ. ასეთი სათამაშო პრაქტიკა ნაკრებშიც გამომადგება. სწორედ ამაზე ვისაუბრე ლევან მაისაშვილთან ერთი თვის წინ და კონკრეტულად შემოდგომის ერთა თასისთვის ვემზადებოდი.

ასეთი მაღალი დონის ტურნირში პირველად ვითამაშებთ. მსოფლიო თასზეც კი არ გვიწევს ტიერ1-ის გუნდებთან ზედიზედ ოთხი თამაშის ჩატარება. ვფიქრობ, უნდა გავიდეთ და წნეხის გარეშე ვითამაშოთ, ვაჩვენოთ რა შეგვიძლია. მოგვიწევს ავყვეთ საოცარ ტემპს და ვფიქრობ, უდიდეს გამოცდილებას შევიძენთ“, – განაცხადა ალანიამ.

 

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

გიორგი შერმადინი: “საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ ჩამოსვლა ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა”