კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მიხაილოვიჩის ემოციური კომენტარი: “მოსიარულე მკვდარი ვიყავი”

Image source: Fanatics of football

 

ცნობილი სერბი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი სიმსივნის დაავადებას ებრძვის და სარეაბლიტიაციო კურსების გავლის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

„ბოლონიას“ მწვრთნელმა იტალიურ მედიასთან ემოციურად ისაუბრა:

„გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავ. ოჯახის გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი მეუღლე ყოველთვის ჩემთან იყო, ისევე როგორც ჩემი შვილები.

ჩემს ფეხბურთელებს ვერონაში გაყოლას დავპირდი და ეს გავაკეთე. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ 72 კილოგრამს ვიწონიდი და პრაქტიკულად მოსიარულე მკვდარი ვიყავი. ახლა უკვე სინათლეს ვხედავ და ამაში სიყვარული დამეხმარა“ – თქვა მიხაილოვიჩმა.

 

წყარო – Goal.com

 

ოფიციალურად: ქართველების “რუბინის” ახალი მწვრთნელი ცნობილია