კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მიხაილ მარხელი: “ევროზე მოხვედრისა და სასწაულის მოხდენის კარგი შანსი გვაქვს”

Image source: abff.by

 

ბელარუსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიხაილ მარხელმა ბელარუსულ ტელეკომპანიას ОНТ–თან ინტერვიუ გააკეთა, სადაც საქართველოს ნაკრებთან შანსებზე ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, თუ მომავალს გადავხედავთ, ეს სეზონი გადამწყვეტი იქნება. ჩვენ ევროზე მოხვედრის კარგი შანსი გვაქვს და სასწაული მოვახდინოთ. ასეთი შანსი ხშირად არ გვხვდება. ჩვენ უნდა შევაფასოთ ეს ყველაფერი სწორად და შევეცადოთ ამოცანის მოგვარება” , – განაცხადა მარხელმა ტელეკომპანია ОНТ–თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსს 26 მარტს საკუთარ მოედანზე მიიღებს.

 

წყარო – football.by

 

შოთა არველაძე: “საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის D დივიზიონში გაიმარჯვებს”