კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მიქაუტაძემ ბელგიის პროქსიმუს ლიგაში კიდევ ერთი გოლი გაიტანა (ვიდეო)

მიქაუტაძის გოლი ბელგიაში

Image source: Seraing

 

ბელგიის პროქსიმუს ლიგაში ჟორჟ მიქაუტაძის „სერენმა“ „ლიერსთან“ საკუთარ მოედანზე 1:3 წააგო.

მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა და გოლი გაიტანა. მე-40 წუთზე მან ვარდნაში შესანიშნავად ითამაშა და მეტოქის კარი აიღო.

ფრანგ ფეხბურთელს, რომელიც წარმომავლობით ქართველია, ამ სეზონში უკვე 15 გოლი აქვს გატანილი, რაც საოცრად მაღალი მაჩვენებელია.

„სერენს“ 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება.

 

 

წყარო – Eleven Sports

 

ცნობილია იტალიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა (ფოტო)