კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მესის სუპერგოლი, “ბარსელონა” მეოთხედფინალში გავიდა (ვიდეო)

ბარსელონა მეოთხედფინალშია

Image source: Champions League

 

კატალონიის „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. კიკე სეტიენის გუნდმა „ნაპოლის“ საპასუხო მატჩი მოუგო და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.

ოთხი გოლი გავიდა და ოთხივე პირველ ტაიმში. ანგარიში კლემენ ლენგლემ გახსნა, რასაც ლიონელ მესის შესანიშნავი გოლი მოჰყვა. მალევე მესიმ გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ ხელით თამაშის გამო გოლი გააუქმა.

შემდეგ კი ტაიმის ბოლოს გუნდებმა გოლები გაცვალეს. ჯერ ლუის სუარესმა დაარტყა პენალტი ზუსტად, მერე ლორენცო ინსინიემ. მესი რეკორდი დაამყარა, ჩემპიონთა ლიგაზე 35-ე გუნდს გაუტანა და მსგავსი შედეგი არავის აქვს.

„ბარსელონამ“ ორი მატჩის ჯამში 4:2 მოიგო და მეოთხედფინალში მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდება.

„ბარსელონა“ – „ნაპოლი“ 3:1

გოლები: 1:0 ლენგლე (10), 2:0 მესი (23), 3:0 სუარესი (45, პენ), 3:1 ინსინიე (45, პენ)

 

 

წყარო – Champions league

 

როგორ გამოეხმაურა ბუფონი პირლოს “იუვეს” მთავარ მწვრთნელად დანიშვნას