კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მესის დუბლი და მე-500 გამარჯვება “ბარსელონაში” (ვიდეო)

Image source: Barcecentre

 

კატალონიის „ბარსელონა“ ესპანეთის თასის მეოთხედფინალში გავიდა. კიკე სეტიენის გუნდი მერვედფინალში „ლეგანესს“ დაუპირისპირდა და 5:0 გაანადგურა.

„ბარსა“ მე-4 წუთზე ანტუან გრიზმანმა დააწინაურა, ხოლო კლემენ ლენგლემ სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში კატალონელებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარეს.

ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა, ხოლო ერთხელ თავი არტურმა გამოიჩინა. საბოლოოდ „ბარსელონამ“ მეტოქე 5:0 გაანადგურა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.

აქვე გეტყვით, რომ ლიონელ მესიმ “ბარსელონაში” მე-500 თამაში მოიგო.

„ბარსელონა“ – „ლეგანესი“ 5:0

გოლები: 1:0 გრიზმანი (4), 2:0 ლენგლე (28), 3:0 მესი (59), 4:0 არტური (77), 5:0 მესი (89)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

ოფიციალურად: “მანჩესტერმა” პორტუგალიელი ფეხბურთელი დაიმატა