კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

მესიმ მე-700 გოლი გაიტანა, მაგრამ “ბარსელონას” საჩემპიონო შანსი შემცირდა (ვიდეო)

ბარსელონამ ქულები ისევ დაკარგა

Image source: Laliga

 

კატალონიის „ბარსელონამ“ ქულები კიდევ ერთხელ დაკარგა და ესპანეთის ჩემპიონობის შანსი შეიმცირა. კიკე სეტიენის გუნდმა ამჯერად „ატლეტიკოს“ ვერ მოუგო.

„ბარსა“ მეტოქეს ორჯერ ამარცხებდა, მაგრამ ორჯერვე სტუმრებმა გაათანაბრეს. ანგარიში დიეგო კოშტამ გახსნა, ოღონდ საკუთარ კარში გაიტანა და კატალონელები დაწინაურდნენ. მაგრამ მალევე საულ ნიგეზმა პენალტით გაათანაბრა.

მეორე ტაიმშიც ორი გოლი გავიდა, ისევ პენალტებით. ჯერ ლიონელ მესიმ შეასრულა „პანენკას“ სტილში და მე-700 გოლი გაიტანა, ხოლო 12 წუთში საულმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ბარსელონამ“ „რეალთან“ ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა, მაგრამ „სამეფო კლუბი“ ამ ტურის მატჩს „ხეტაფესთან“ გამართავს, თუ მოიგებს, 4-ქულიან უპირატესობას მიიღებს, რაც სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე სოლიდური ფორაა.

„ბარსელონა“ – „ატლეტიკო“ 2:2

გოლები: 1:0 დიეგო კოშტა (11, ა.გ), 1:1 საული (19, პენ), 2:1 მესი (50, პენ), 2:2 საული (62, პენ)

 

 

წყარო – Laliga

 

“იუვენტუსმა” მოიგო: რონალდუმ, დიბალამ და კოშტამ ულამაზესი გოლები გაიტანეს (ვიდეო)