კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მესიმ დაასახელა ყველაზე რთული მეტოქე, რომელთანაც კარიერის მანძილზე უთამაშია

Image source: Getty Images

 

ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ DAZN-თან ინტერვიუში დაასახელა ყველაზე რთული მცველი, რომელთანაც კარიერის მანძილზე შეხვედრა მოუწია.

არგენტინელი ფორვარდი ზოგადად მცველების განსაკუთრებისა და მუდმივი კონტრეოლის ქვეშაა, თუმცა თადად ფეხბურთელის თქმით ყველაზე რთული მეტოქე მისთვის “ჟირონას” მცველი პაბლო მაფეო გახლავთ.

“მოედანზე მცველებისგან განსაკუთრებული ყურადღება არ მაწუხებს. მესმის, რომ ზოგჯერ რთული შეხვედრებიც ხდება და უცნაურია შენს ირგვლივ კონკრეტულად ერთი ფეხბურთელის ყოფნა იგრძნო. სიმართლე გითხრათ, ჩემს შემთხვევაში ეს არც თუ ისე ხშირად ხდება.

ყველაზე რთული მეტოქე, რომელსაც შევხვედრივარ, იყო “ჟირონას” მცველი პაბლო მაფეონი.

ამაზე არასოდეს პრეტენზია არ მაქვს. ვფიქრობ, რომ ფიზიკური კონტაქტი თამაშის ნაწილია. უფრო მეტად მაღიზიანებს, როდესაც ცუდად ვთამაშობ”, –

წყარო – DAZN España