კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მესიმ ახალ მწვრთნელთან საუბრის გამო შვებულება შეწყვიტა

მესიმ შვებულება შეწყვიტა

Image source: Archyde

 

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ შვებულება შეწყვიტა. ამის მიზეზი კლუბის ახალი მწვრთნელის, რონალდ კუმანის დანიშვნაა.

ესპანური მედიის ცნობით, არგენტინელი კუთვნილი შვებულებიდან დაბრუნდა, რომ ნიდერლანდელ მწვრთნელს პირადად გასაუბრებოდა კლუბის უახლოეს გეგმებზე და სამომავლო მიზნებზე.

შეგახსენებთ, რომ მესის „ბარსელონადან“ შესაძლოა წასვლაზე ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ. არგენტინელის კონტრაქტი 2021 წელს იწურება.

რონალდ კუმანს რაც შეეხება, მან „ბარსასთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

 

წყარო – Football.ua

 

ლეგენდარულ გერმანელ ფეხბურთელს სიმსივნის ოპერაცია გაუკეთეს