კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მესი თუ რონალდუ? კაკამ საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

Image source: Daily mail

 

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ განაცხადა ლიონელ მესი კრიშტიანუ რონალდუზე კარგი ფეხბურთელია.

რონალდუსთან ერთად ვითამაშე, ნამდვილად შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა მესი უნდა ავირჩიო. არგენტინელი ნამდვილი ტალანტი და გენიაა, საოცარი სტილი აქვს. რონალდუ კი მანქანაა, არამხოლოდ სწრაფი და ძლიერია, არამედ უმაღლესი დონის მენტალიტეტიც გააჩნია. ყოველთვის გამარჯვება და პირველობა უნდა. ფეხბურთის ისტორიაში მესი და რონალდუ ყველა დროის ხუთ საუკეთესო ფეხბურთელში შედიან და ძალიან გაგვიმართლა, რომ მათ თამაშებს ვუყურებთ“ – განაცხადა კაკამ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდუსთან ერთად 4 წელი მადრიდის „რეალში“ თამაშობდა.

 

 

წყარო – Goal.com

 

 

 

 

 

შვილს კრიშტიანუს ვარცხნილობა სურდა, მამამ კი თმები რონალდოს სტილში შეჭრა (ვიდეო)