კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მესი: “აზარი შესანიშნავია, მაგრამ რონალდუს შეცვლა ძალიან რთულია”

Image source: Goal.com

 

კატალონური „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ „ელ კლასიკოს“ წინ ზინედინ ზიდანის, ედენ აზარისა და თავად ამ დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. მესიმ განმარტა თუ რატომ თამაშობს „ბარსელონა“ უკეთ მადრიდში, ვიდრე „კამპ ნოუზე“ „რეალთან“ შეხვედრებში.

„ზიდანს აკრიტიკებენ? მოულოდნელია, მაგრამ ვინც ამდენი ხანია დიდ გუნდში ვართ, ვიცით, რომ ეს ნორმალურია. ხალხი სწრაფად ივიწყებს რა გაკეთდა წარსულში და ყველაფერს ყოველდღე ითხოვენ. ზიდანმა დაბრუნების დროს ნამდვილად იცოდა, რომ სამჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა არაფერს ნიშნავდა.

როდესაც ჩვენ ვთამაშობთ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უფრო მეტი სივრცეები გვიჩნდება თამაშის დროს, რადგან ისინი გვიტევე, სახლში თამაშობენ და ქომაგები აიძულებენ ამას. „კამპ ნოუზე“ ყველაფერი პირიქითაა. სხვა ტიპის მატჩებია. უფრო უკან რჩებაინ და კონტრშეტევაზე თამაშობენ, რადგან ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ. შესაბამისად, თამაში უფრო ჩაკეტილი და რთული ხდება, ვიდრე მადრიდში.

აზარი? შესანიშნავი თვისების ფეხბურთელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ რონალდუსგან განსხვავდება ამ თვისებებით. ძალიან რთულია კრიშტიანუს დანაკარგის შეცვლა, მაგრამ ედენი ცხადია დიდი ფეხბურთელია“ – თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ „ელ კლასიკო“ 18 დეკემბერს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

 

წყარო – calciomercato

 

გიორგი ჯიქია ჯანო ანანიძეზე: “არაა საჭირო სიტუაციის გაბუქება”