კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მერაბ შარიქაძე: “ვეთამაშებით მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს”

ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე

Image source: rugby.ge

 

ბორჯღალოსნების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ, „შემოდგომის ერთა თასის“ მეორე მატჩის წინ ონლაინ-პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

21 ნოემბერს საქართველო თბილისის დროით 21:15 საათზე უელსს ჰლანეჰლიში, „პარკ ი სკარლეთსზე“ ეთამაშება.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ექვსი თამაში წააგო, ვეთამაშებით მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს. მათთვის ეს თამაში მნიშვნელოვანია, რადგან იციან, რომ მოგება შეუძლიათ. შემადგენლობაში ახალგაზრდა ბიჭები დააყენეს, რომლებიც დარწმუნებული ვარ ძალიან მოტივირებულები იქნებიან და ეცდებიან წაგებათა სერია გარდატეხონ. ურთულესი შეხვედრა გველის და მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყოთ“.

„განვლილმა ორმა თამაშმა ბევრი რამ გვასწავლა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მუდამ ფორმაში იყო და ყველა თამაშში იღებდე მსგავს წნეხს. ინგლისთან ხელით უკეთ ვითამაშეთ და გვაქვს იმედი, რომ გაუმჯობესება ახლაც გვექნება. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ამინდზე“. – განაცხადა შარიქაძემ.

აღსანიშნავია, რომ უელსს ბოლო ექვსი თამაში წაგებული აქვს და მთავარმა მწვრთნელმა უეინ პივაკმა ირლანდიასთან 9:32 წაგების შემდეგ, სასტარტო შემადგენლობის ერთბაშად 13 მორაგბე შეცვალა.

სრული ინტერვიუ იხილეთ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ გვერდზე.

ბრიტანელმა ჟურნალისტებმა სერ ალექს ფერგიუსონის დროს “მანჩესტერ იუნაიტედის” ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები გამოარჩიეს