კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მერაბ შარიქაძე: “ყველა მოთამაშემ უნდა იცოდეს თავისი გუნდის სათამაშო გეგმა და ტაქტიკა”

მერაბ შარიქაძის მატჩისწინა კომენტარი

Image source: rugby.ge

 

შემოდგომის ერთა თასის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ, ონლაინ-პრესკონფერენცია გამართეს.

“ძალიან კარგ პირობებში ვართ, მაგრამ ოთხშაბათს შუადღემდე ტესტების პასუხები არ გვექნება და შესაბამისად, კონტაქტური ვარჯიშები აკრძალული გვაქვს. მიუხედავად ამისა, დროს არ ვკარგავთ და მანამდე გუნდს ვაცნობთ ტაქტიკას, რისი გაკეთება გვინდა შეტევასა და დაცვაში, დერეფანში და ა.შ. თამაშამდე ორი სრულფასოვანი და ერთიც კაპიტნის ვარჯიში გვაქნება.

ყველა მოთამაშემ უნდა იცოდეს თავისი გუნდის სათამაშო გეგმა და ტაქტიკა. ამ პერიოდს მწვრთნელები სწორედ ამ მიმართულებით იყენებენ და გვახსენებენ, ან გვაცნობენ ამ გეგმას. შოტლანდიასთან მატჩამდე ერთად მხოლოდ ერთი კვირა ვიყავით, რის შემდეგაც ლეგიონერები კლუბების სათამაშო სისტემაზე გადაერთნენ და ახლა უბრუნდებიან იმ სქემას, რითიც გვსურს ინგლისის წინააღმდეგ ვითამაშოთ“, – განაცხადა მერაბ შარიქაძემ.

შეგახსენებთ, რომ შემოდგომის ერთა თასის პირველ მატჩს ბორჯღალოსნები 14 ნოემბერს, 2020 წლის ექვსი ერის გამარჯვებულ და 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალისტ ინგლისის წინააღმდეგ, ლეგენდარულ „თვიქენჰემზე“ გამართავენ.

 

 

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

 

ლაშა გობაძე: “შენი მოსწავლეები ჩემი ჩათვლით იტყვის ყველა თავის სიტყვას”