კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

მერაბ შარიქაძე: “გულშემატკივრები ჩვენგან კარგ თამაშს ელოდებიან და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა”

მერაბ შარიქაძის კომენტარი

Image source: rugby.ge

 

ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელიც კარიერის საწყის ეტაპზე ჰართპურის კოლეჯის გუნდის წევრი იყო და 2012 წელს ბრიტანეთის უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, შემოდგომის ერთა თასზე მეგობრების წინააღმდეგ ითამაშებს.

9 ნოემბრის ონლაინ-პრესკონფერენციის დროს, The Telegraph-ის, The Times-ისა და The Guardian-ის ჟურნალისტებმა, 27 წლის კაპიტანს “ჰარტპურში” გატარებული პერიოდი გაახასენეს.

“მათთან რამდენიმე შესანიშნავი წელი გავატარე და ბევრი რამ ვისწავლე. ჯონს ალბათ არ ემახსოვრება, თუმცა მე კარგად მახსოვს დღე, როდესაც ის რატომღაც იმედგაცრუებული იყო და ამბობდა, რომ უმაღლეს დონეზე ვერასდროს ითამაშებდა. მე მას შევხედე და ვუთხარი – „ნუ განიცდი, მოვა დრო და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთსო გახდები. ახლა ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ეს დაიმსახურა. გენჯთან და ჰილთან მოედანზე შეხვედრა საინტერესო იქნება.

ძალიან ბევრმა ადამიანმა იშრომა იმისთვის, რომ ჩვენ მსგავსი დონის ტურნირში მიგვეღო მონაწილეობა. წინა თაობების მორაგბეები, რაგბის კავშირის თანამშრომლები, წლების განმავლობაში შრომობდნენ, რათა ეს შესაძლებლობა მიგვეღო. გულშემატკივრები ჩვენგან კარგ თამაშს ელოდებიან და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. უნდა ვაჩვენოთ, რომ მომავალშიც ვიმსახურებთ ამას.

გულშემატკივრებს მოსწონთ ჩვენი თავდადება, ბოლომდე ბრძოლა და ისინი კარგი თამაშის მოლოდინში არიან. კარგად გვესმის, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ და გამარჯვება ურთულესი იქნება, თუმცა გვსურს, რომ მათ წინააღმდეგ ჩვენი საუკეთესო ვერსიით წარვსდგეთ. და როდესაც ტურნირი დასრულდება, თუ იმაზე უკეთესი გუნდი ვიქნებით, ვიდრე მის დაწყებამდე ვიყავით, ვიტყვით, რომ წარმატებული „რვა ერი“ გვქონდა. ჩვენ გვაქვს მოტივაცია და დარწმუნებული ვარ ამას მოვახერხებთ“, – ამბობს შარიქაძე.

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

სად შეგიძლიათ უყუროთ შემოდგომის ერთა თასს?