კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

მერაბ შარიქაძე, ბექა ბურჯანაძე და დავით უბილავა სოფელ ატოცის სკოლის მოსწავლეებს (ვიდეო)

ატოცში სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

Image source: Georgian Basketball Federation ფეისბუკ გვერდი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის სკოლის მოსწავლეებთან ერთად, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ და წარმატებულმა ქართველმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.

სპორტის მნიშვნელობასა და როლზე, მოსწავლეებთან, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ, საკალათბურთო ნაკრების წევრმა ბექა ბურჯანაძემ და თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელმა დავით უბილავამ ისაუბრეს.

სპორტის საერთაშორისო დღე საქართველოსა და მსოფლიოში 2014 წლიდან აღინიშნება.

 

 

წყარო – gbf.ge

 

 

 

 

 

გურამ გოშთელიანი: “მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში ვიქნებით”