კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მერაბ შარიქაძე: “აუცილებელია ინგლისის და სხვა წამყვანი ნაკრებების წინააღმდე ხშირი თამაში”

მერაბ შარიქაძის მატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: rugby.ge

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შემოდგომის ერთა თასის პირველ ტურში ინგლისის ეროვნულ ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 0:40 წააგო.მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ონლაინ-პრესკონფერენცია გამართეს.

“დღეს ბევრად უკეთ ვითამაშეთ ვიდრე შოტლანდიასთან, თუმცა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებოდით, საუკეთესოს მეტოქის წნეხში მოქცევის კუთხით. როდესაც მათ ბურთი ჰქონდათ, უდიდეს წნეხში ვექცეოდით. ამ თამაშით ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინეთ, რაც შემდგომში წნეხთან გამკლავებაში დაგვეხმარება“.

თუ გვსურს რომ გავხდეთ უკეთესები და მეტს მივაღწიოთ, აუცილებელია ინგლისის და სხვა წამყვანი ნაკრებების წინააღმდე ხშირი თამაში. არ აქვს მნიშვნელობა რამდენს ვივარჯიშებთ და რას გავაკეთებ, აუცილებელია ამათთან თამაში”, – განაცხადა შარიქაძემ.

ბორჯღალოსნები შემოდგომის ერთა თასის მომდევნო მატჩს ჰლანეჰლიში, 21 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ გამართავენ.

 

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

 

 

ლევან მაისაშვილი: “მჯერა, რომ თამაშიდან თამაშამდე აუცილებლად გავიზრდებით”