კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მერაბ გიგაური და დავით ვოლკოვი აზერბაიჯანის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ (ფოტო)

Image source: Merab Gigauri Facebook

 

მე-11 ტურის შემდეგ ცნობილია აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები.

სიმბოლური გუნდის შემადგენლობაში შევიდნენ “გაბალას” ქართველი ნახევარმცველი მერაბ გიგაური და თავდამსხმელი დავით ვოლკოვი.

საბაილის” წინააღმდეგ საშინაო მატჩში (3:0) ორივე ქართველმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. ვოლკოვმა მოედანზე 58 წუთი გაატარა და დუბლის შესრულება მოასწრო, გიგაურმა კი უცვლელად ითამაშა და InStat Sport-ის სტატისტიკური მონაცემებით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

წყარო – Azerbaijan Professional Football League

სკანდალი ინგლისის ნაკრებში. სტერლინგის კომენტარი ჯო გომესთან ინციდენტის შესახებ