კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მერაბ დვალიშვილის პირველი მედალი საბრძოლო სამბოში. საქართველოს ნაკრებმა 11 მედალი მოიპოვა

Image source: Merab "The Machine" Dvalishvili UFC

 

ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი, რომელმაც შერეული ორთაბრძოლების სახეობაში გაითქვა სახელი, 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საბრძოლო სამბოში ვერცხლის მედალი აიღო.

68 კგ. წონით კატეგორიაში ფინალისკენ გზაში დვალიშვილმა ოთხო მეტოქე დაამარცხა და გადამწყვეტ ბრძოლაში რუს სტეფან კობენოვთან 1:4 დამარცხდა.

რაც შეეხება საჭიდაო სამბოს, დღეს საქართველოს ნაკრებმა კიდევ 3 ბრინჯაოს მედალი დაიმატა. მესამე ადგილი ბექა ბერულავამ (82 კგ.), ბექა ბერძენიშვილმა (+100 კგ.) და ელენე ქებაძემ (+80 კგ.) დაიკავეს.

საერთო ჯამში, საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა 1 ოქროს, 5 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში, რუსეთის შემდეგ, მე-2 ადგილი დაიკავა.

 

წყარო – საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია

ინგლისის პრემიერ ლიგა. “მანჩესტერ იუნაიტედი” – “ბრაიტონი”. სასტარტო შემადგენლობები (ფოტო)