კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მერაბ დვალიშვილი: “თითოეული ბრძოლა ჩემთვის მნიშვნელოვანია და მინდა მოტივაცია მივცე ქართველ სპორტსმენებს”

მერაბ დვალიშვილის ინტერვიუ 1TVPLAY-სთან

Image source: Merab "The Machine" Dvalishvili ფეისბუქ გვერდი

 

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილი, რომელიც რეიტინგის მე-6 ნომერია 1TVPLAY-სთან ინტერვიუში სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

“საბოლოო მიზანი მაქვს, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო – მინიმუმ ერთხელ მოვიგო ქამარი. ერთი სიტყვით, მინდა, რომ 10 წელი სპორტში უტრავმოდ და ჯანმრთელად ვიყო, ჩავატარო მაქსიმალურად მეტი ბრძოლა. თითოეული ბრძოლა ჩემთვის მნიშვნელოვანია და მინდა, მოტივაცია მივცე ქართველ სპორტსმენებს.

რამდენიმე არის ისეთი, რომელმაც ვარჯიში ჩემს მაგალითზე დაიწყო და დღეს უკვე ჩემზე ძლიერია. ზვიად ლაზიშვილმა მითხრა, რომ პირველი მებრძოლი შენ გნახეო. რა თქმა უნდა, მოტივაცია მინდა მივცე ქართველ სპორტსმენებს და მომავალში ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას გამოვიყენებ. მინდა, საქართველოში დარბაზი გავხსნა, ჩემი წვლილი შევიტანო და ქართველ სპორტსმენებს გზა გავუკვალო“, – თქვა ქართველმა მებრძოლმა.

30 წლის დვალიშვილმა UFC 266-ზე ბრაზილიელი მარლონ მორაეში საკმაოდ მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.

 

 

 

წყარო – 1tv.ge

Transfermarkt-მა გია გრიგალავას სატრანსფერო ფასი დაწია