კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

მერაბ დვალიშვილი: “მომდევნო ბრძოლას მხოლოდ ყოფილ ჩემპიონთან ან ტოპ 5-ის მებრძოლთან დავთანხმდები”

მერაბ დვალიშვილმა მორიგი მეტოქის ვინაობა დაანონსა

Image source: Getty Images

 

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში გამართულ 7 ბრძოლიდან ბოლო 5 მოიგო, ხოლო მანამდე კი 2 მარცხი განიცადა.

ბოლოს მერაბმა ჯონ დოდსონი დამაჯერებლად დაამარცხა და ამჟამად ქვემსუბუქ წონით დივიზიონში (BANTAMWEIGHT) მე-12 ადგილს იკავებს. დვალიშვილი მომდევნო ბრძოლას 6 დეკემბერს ლას ვეგასში ჩაატარებს, სადაც მისი მეტოქე რაონი ბარსელოსი იქნება.

მერაბმა მისი მორიგი მეტოქის ვინაობის შესახებ საქართველოს პირველი არხთან დაადასტურა.

“რაონი ძალიან ძლიერია. ჩემი აზრით, ის ალჯამეინ სტერლინგისა და კორი სანდჰაგენის შემდეგ, ჩვენი დივიზიონის ყველაზე სახიფათო მებრძოლია. შემეძლო ამ ბრძოლაზე უარი მეთქვა, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, მიმაჩნია, რომ ბარსელოსი დივიზიონის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წარმომადგენელია და მე მსურს დავამტკიცო, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ. სწორედ ამიტომ დავთანხმდი ამ რთულ გამოწვევას. სავარაუდოდ, გაცილებით მძიმე ტესტი მელის და ისეთივე იოლ გამარჯვებას ვერ მოვიპოვებ, როგორც გასულ 5 ბრძოლაში, თუმცა, როგორც ყოველთვის, მე ბოლომდე მჯერა საკუთარი შესაძლებლობებისა და ძალების, და დარწმუნებული ვარ, შევძლებ წარმატების მიღწევას. გარდა ამისა, გეტყვით, რომ გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ბრძოლას მხოლოდ ყოფილ ჩემპიონთან ან ტოპ 5-ის მებრძოლთან დავთანხმდები.

მოსამზადებელი ეტაპი ნორმალურად მიმდინარეობს. როგორც იცით, ნიუ-იორკში დარბაზები რთული ეპიდვითარების გამო კვლავ დახურულია. ამ რთულ პირობებში ჩემს გუნდთან ერთად მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ კარგად მოვემზადო. ვფიქრობ, 5 დეკემბერს ბრძოლას კარგ ფორმაში შევხვდები.

სიამოვნებით გავიზიარებდი ოქტაგონს ტი ჯეი დილაშოუსთან, დომინიკ კრუზთან, ფრენკი ედგართან, კოდი გარბრენდტთან ან ჟოზე ალდოსთან.

ნეკნი მქონდა გაბზარული და ვარჯიშებზე მაწუხებდა ხოლმე პერიოდულად, მაგრამ ახლა ნაკლებად მტკივა და თითქმის სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. 5 დეკემბრამდე რეაბილიტაციას სრულად შევძლებ”, – განაცხადა დვალიშვლმა.

აღვნიშნოთ, რომ ბრაზილიელ მებრძოლს MMA-ში საინტერესო რეკორდი აქვს – 16 მოგება და 1 მარცხი, ხოლო UFC-ში ის წაგების გარეშე ასპარეზობს (5-0).

 

წყარო- 1tv.ge

 

 

 

 

 

 

შოთა არველაძე: “ეს ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო”