კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

მერაბ ბაზაძე სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა

მერაბ ბაზაძე დაჯილდოვდა

Image source: Merabi Bazadze ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტს, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს – მერაბ ბაზაძეს, სპორტის სფეროში სახელმწიფოს უმაღლესი წოდება – “სპორტის რაინდის” წოდება მიენიჭა.

“სპორტის რაინდის” წოდებით და შესაბამისი მედლით, მერაბ ბაზაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა – მიხეილ ჩხენკელმა 18 აგვისტოს გამართულ ცერემონიაზე, ოლიმპიური ჩემპიონის – “ნუგზარ ასათიანის” სახელობის ახლადგარემონტებულ ფარიკაობის დარბაზში დააჯილდოვა.

სპორტის რაინდის” წოდება მერაბ ბაზაძეს, საქართველოში ფარიკაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა.

ფარიკაობის ფედერაციამ სამინისტროს დახმარებით ასევე ახალი ინვენტარი მიიღო, რომელიც ფედერაციის გადაწყვეტილებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, მათ შორის აჭარისა და გურიის, ასევე ქუთაისისა და ზესტაფონის ფარიკაობის სკოლებს გადაეცათ.

 

 

წყარო – mes.gov.ge

 

 

 

 

თუ რა მაისურს მოირგებს გიორგი წიტაიშვილი 2020/21 წლების სეზონში (ფოტო)