კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მერაბ ბაზაძე საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება

მერაბ ბაზაძის 4 წლის სამოქმედო გეგმა

Image source: საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ფეისბუკ გვერდი

 

30 ნოემბერს 17:00 საათზე, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველ კანდიდატთა წარდგენის ვადა ამოიწურა. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სამდივნოში, მხოლოდ ერთი განცხადება დარეგისტრირდა. მომდევნო 4 წლით საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი, მერაბ ბაზაძემ გამოთქვა. მოქმედი პრეზიდენტი იმერეთის ფარიკაობის ფედერაციამ წარადგინა.

გთავაზობთ ბატონ მერაბ ბაზაძის მომდევნო 4 წლის სამოქმედო გეგმას:

  • გამოვავლინოთ პერსპექტიული ბავშვები ასაკობრივ ჯგუფებში და შევუქმნათ მაქსიმალური პირობები მაღალი მიღწევებისთვის;
  • ხელი შევუწყოთ კლუბური სისტემის განვითარებას; (ფედერაციის მხრიდან ინვენტარით უზრუნველყოფა)
  • მწვრთნელების გადამზადება – უცხოელი, მაღალი რანგის სპეციალისტების ჩამოყვანა;
  • მასობრიობის განვითარება რეგიონებში – ფარიკაობის კლუბი, სექცია, სკოლები – (ფედერაციის მხრიდან ინვენტარით უზრუნველყოფა)
  • ფარიკაობაში მაღალი რანგის შეჯიბრების ჩატარება;
  • მსაჯების კვალიფიკაციის ამაღლება და ახალი მსაჯების მომზადება;
  • ფარიკაობის პოპულარიზაცია – ტელე, სოც. ქსელები, ბანერები, სტიკერები;
  • ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ვეტერანი მოფარიკავეების დახმარება მატერიალურად;
  • ვეტერანთა ფარიკაობის განვითარება საქართველოში;
  • ინვესტიციების მოძიება – ახალი ბაზის მშენებლობა;
  • გუნდებით მოხვედრა 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე;

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა, 6 დეკემბერს გაიმართება.

 

 

წყარო – საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

 

 

 

 

 

 

ლევან მაისაშვილი: “ფიჯის ძალიან კარგად ვიცნობთ და ძალების აღდგენაზე ვართ ფოკუსირებული”