კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მერაბ ბაზაძე: “მოფარიკავეები მზად არიან ტესტირების გავლის შემდეგ განაახლონ საწვრთნელი პროცესი”

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი, მერაბ ბაზაძე

Image source: საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ფეისბუკ გვერდი

 

17 მაისს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ვრცელი კომენტარი გააკეთა ოლიმპიელებისათვის საწვრთნელი პროცესის განახლების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ქართველ სპორტსმენთა ნაწილს, მათ შორის ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს ოლიმპიური ლიცენზია მოპოვებული აქვს.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის მერაბ ბაზაძის თქმით, როგორც ოლიმპიური ლიცენზიის მფლობელმა და დამატებით ლიცენზიის მოპოვების კანდიდატმა ფედერაციამ, სეოკ-ს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საწვრთნელი შეკრების სასურველი ადგილმდებარეობისა და ხანგრძლივობის, შეკრებაში მონაწილეთა რიცხოვნობისა და შემადგენლობის, სამედიცინო უზრუნველყოფისა და აუცილებელი-ინვენტარ-აღჭურვილობის შესახებ. მოფარიკავეები მზად არიან ტესტირების გავლის შემდეგ უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით განაახლონ სრულფასოვანი სასწავლო-საწვრთნელი პროცესი.

წყარო – საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

 

გიგა ჭიკაძე ედსონ ბარბოზას ოქტაგონზე იწვევს: “მოდი, გულშემატკივრებისთვის შოუ დავდგათ”