კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქართული დუეტი ჰერაკლიონის ტურნირის მეოთხედფინალშია

ქართველი ჩოგბურთელები საბერძნეთში ასპარეზობენ

Image source: Zoziya Kardava/სოფია შაფათავა ინსტაგრამის გვერდი

 

საბერძნეთის ქალაქ ჰერაკლიონის ქალთა 15.000-იან ტურნირში ქართველი ჩოგბურთელები – სოფიო შაფათავა და ზოზია ქარდავა ასპარეზობენ.

გუშინ ქართველთა დუეტმა წყვილთა დაძაბულ ბრძოლაში – 7:5, 7:5 სძლია ვერენა მელისისა (იტალია) და სვენია ოშნერის (შვეიცარია) წყვილს. შეხვედრა 1 საათსა და 33 წუთს გაგრძელდა. ქართული წყვილი 1/4 ფინალში რუმინელ ოანა გავრილასა და ხორვატ ოლექსანდრა ოლიინიკოვას დაუპირისპირდებიან.

გუშინ ზოზია ქარდავა ერთეულებში მასპინძელ საფო საკელარიდისთან ორ სეტში 0:6, 3:6 დამარცხდა. მატჩი 1 საათსა და 27 წუთს გასტანა. სოფიო შაფათავა სვენია ოშნერთან მატჩში 2 სეტში დამარცხდა – 4:6, 0:6 ანგარიშით.

 

 

წყარო-tennisexplorer.com

 

 

 

 

კოტე მიქაუტაძე: “განვლილი თამაშების ანალიზის შედეგად უნდა გამოვასწოროთ ჩვენი სუსტი მხარეები”