კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

მეივეზერი მაკგრეგორის წინააღმდეგ საკუთარ გამარჯვებაზე 5 მილიონი დოლარის ფსონს გააკეთებს

ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი ირლანდიელ კონორ მაკგრეგორთან მოახლოებულ ბრძოლაში საკუთარ გამარჯვებაზე 5 მილიონი დოლარის დადებას აპირებს.

ამ ინფორმაციას ტელეკომპანია ESPN-ისა და გამოცემა Associated Press-ის ჟურნალისტი ჯილ ბელი ავრცელებს.

ამ მომენტისთვის დაგეგმილ ორთაბრძოლაში ფავორიტად მეივეზერი ითვლება. მსოფლიოს სხვადასხვა საბუკმეიკერო კანტორაში მის შესაძლო გამარჯვებაზე კოეფიციენტი საშუალოდ-1,3 შეადგენს, ხოლო მაკგრეგორის მოგებაზე კოეფიციენტი- 4,0 უდრის.

ESPN-ის ინფორმაციით, მეივეზერს მანამდე საკუთარ ორთაბრძოლებზე ფსონები არასდროს განუხორციელებია. მას კარიერაში ჩატარებული 49-ვე დაპირისპირება მოგებული აქვს.

ფლოიდ მეივეზერისა და კონორ მაკგრეგორის ისტორიული დუელი 27 აგვისტოს ლას-ვეგასში შედგება და თბილისის დროით 08:00 საათზე დაიწყება. ორივე სპორტსმენი ჰონორარის სახით 90-90 მილიონ დოლარს მიიღებს.