კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

მე-7 ტურის შემდეგ Sky Sport Austria-მა ოთარ კიტეიშვილი გამოარჩია (ფოტო)

ოთარ კიტეიშვილი ტურის სიმბოლურშია

Image source: Getty Images

 

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გრაცის “შტურმის” ქართველი ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი Sky Sport Austria-მ ისევ გამოარჩია.

გრაცელები ავსტრიის ბუნდესლიგის მე-7 ტურში “აუსტრია კლაგენფურტს” უმასპინძლეს და 2:1 ანგარიშით დაამარცხეს. წამყვანმა გამოცემამ ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც ქართველი ლეგიონერიც მოხვდა.

ოთარი მე-8 ნომერია დაგროვებული 300 ქულით.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Sky Sport Austria (@skysportaustria)

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კიტეიშვილს “შტურმის” მაისურით სულ 9 მატჩი აქვს ჩატარებული, 4 გოლი აქვს გატანილი და 1 საგოლე გადაცემა შესრულებული.

 

 

 

 

წყარო – skysportaustria

 

 

თორნიკე შენგელიას გუნდმა ფინალში “ოლიმპიაკოსი” დამარცხა (ვიდეო)