კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მე-13 ტურში “დილამ” მესამედ დამარცხდა, ხოლო “ტორპედომ” პირველად გაიმარჯვა მიმდინარე სეზონში (ვიდეო)

სამგურალმა სტუმრად დილა დაამარცხა

Image source: FC Samgurali official ფეისბუკ გვერდი

 

ეროვნული ლიგის მე-13 პირველი მატჩი თელავში გაიმართა, სადაც “თელავმა” “კავკასიონი არენაზე” ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლა – 0:4 დამარცხდა.

გოლები: 0:1 ირაკლი ძარია 27′ (პასი: ლუკა ქაფიანიძე), 0:2 დმიტრი რეკიში 41′ (პასი:ოთარ კვერნაძე), 0:3 ოთარ კვერნაძე 60′, 0:4 ალიკო ჩაკვეტაძე 88′

13 ტურის შემდეგ “თელავს” 8 ქულა დაუგროვდა და ბოლო ადგილზეა, ხოლო “ტორპედო” კი 10 ქულით მე-8ადგილზეა.

 

ეროვნული ლიგის მე-13 მეორე მატჩი გორში გაიმართა, სადაც “დილამ” “თენგიზ ბურჯანაძის” სახელობის სტადიონზე წყალტუბოს “სამგურალს” უმასპინძლა – 1:2 დამარცხდა.

გოლები: 0:1 დათო კირკიტაძე 4′ (პასი:ირაკლი ლექვთაძე), 0:2 ილია ახვლედიანი 67′ (პასი:გიორგი ბუხაიძე), 1:2 რომარიკ ეტოუ 73′

13 ტურის შემდეგ “დილა” 22 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო “სამგურალი” კი 16 ქულით მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

 

 

 

წყარო – erovnuliliga.ge

 

 

 

 

 

 

ყველაზე ძვირადღირებული ბრაზილიელი ფეხბურთელების ტოპ-10 (ფოტო)